16 | 11 | 2019

ბიურომ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითებზე იმსჯელეს.

ბიურომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელა. როგორც მოგეხსენებათ, ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი მერიამ საკრებულოში 10 დეკემბერს წარმოადგინა. როგორც განიმარტა, ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვარიანტში საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების მხოლოდ ნაწილია გათვალისწინებული. აღნიშნული საკითხები დეტალურად საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებზე განიხლება.

ბიურომ საკრებულოს ხუთივე მუდმივმოქმედი კომისიისა და საკრებულოს აპარატის 2019 წლის სამუშაო გეგმა დაამტკიცა.

ასავე განიხილეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის სამუშაო გეგმის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2019-2020 წწ სამუშაო გეგმის პროექტები.

ცვლილებების განხორციელება იგეგმება საკრებულოს განკარგულებებში, რაც საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების შემადგენლობებში ცვლილებას გულისხმობს.

ძირითადი საკითხების განხილვის შემდეგ ბიურომ სხვადასხვა საკითხების ფორმატში განაგრძო მუშაობა. ბიუროს წევრების შეკითხვებს მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა უპასუხა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომის თარიღად 25 დეკემბერი, 11.00 საათი განისაზღვრა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია