18 | 11 | 2019

მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები იგეგმება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მიმდინარე წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელა.

ცვლილებების განხორციელება იგეგმება შემდეგი მიმართულებებით: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა საქონელი და მომსახურების ხარჯი მცირდება 12500 ლარით და გაზარდება ხელფასის ფონდი 5000 ლარით, შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება-4500 ლარით, ხოლო ოფისის ხარჯი 3000 ლარით. მცირდება ასევე ლანჩხუთის მინიციპალიტეტის მერიის სხვა საქონელი და მომსახურების მუხლი 9000 ლარით და სესხის სარგებლის პროცენტის 23350 ლარით, იზრდება მერიის ოფისი მუხლი 11370 ლარით, სხვა ხარჯების მუხლი 780 ლარით, გარე განათების ელექტროენერგიის ხარჯი 11600 ლარით. საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის დამატებით გამოიყო 38000 ლარი.

ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის სუფსიდიის დაფინანსება შემცირდება 1130 ლარით და გაიზარდება არაფინანსური აქტივების ხარჯი 1130 ლარით. იზრდება სოციალური პროგრამების დაფინანსება, კერძოდ: მრავალშვილიანი ოჯახების, დახმარების, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის და ერთჯერადი დახმარების, სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების, სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების, იძულებით გადადგილებულ პირთა დახმარების პროგრამები (ჯამში 49 830 ლ).

ამასთან, მიზანშეწონილად ჩაითვალა გაეზარდო დაფინანსება ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „კეთლმოწყობისა და მომსახურების ცენტრ 55000 ლარის ოდენობით, ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრს -10800 ლარით, ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ,,კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას“ -18000 ლარით, ამასთან შემცირდეს არაფინანსური აქტივების მუხლი 2012 ლარი და გაიზარდოს სუბსიდიის მუხლი 2012 ლარით. შპს ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის ლანჩხუთი დაფინანსება გაზარდ 6000 ლარით.

აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით შემცირდება ბიკარბონატული ჰემოდიალეზით-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებათა ტრანსპორტირების ხარჯი 3080 ლარით, ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარების პროგრამა შემცირდეს 400 ლარით და გაიზარდოს უცხოურ საწარმოთა ქონების გადასახადი 165550 ლარით.

კომისიამ წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული ღონისძიებების შესაბამის ცვლილებებზე  საკრებულო გადაწყვეტილებას 19 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე მიიღებს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია