16 | 11 | 2019

საკრებულომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებას მხარი დაუჭირა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა, ორი საკითხი განიხილეს. საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებზე იმსჯელა. მანამდე აღნიშნული საკითხი საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა.  სხდომაზე გამოთქმული შენიშვნის საფუძველზე, სარეზერვო ფონდი გაიზარდა 2000 ლარით, რაც ასახული უნდა იქნას ასევე ბიუჯეტში.

როგორც საკითხის მომხსენებელმა თამაზ იმედაიშვილმა განმარტა, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის N2367 განკარგულებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტას სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის 800000 ლარი, რომელიც უნდა მიიმართოს სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციაზე. აღნიშნული ცვლილებები შეტანილი უნდა იქნას 2018 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში როგორც შემოსავლის, ისე ხარჯვის ნაწილში.

საკრებულომ ამავე სხდომაზე 2019 წელს მუნიციპალიტეტში რეგიონალური განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტები მოიწონა.

 

წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედით იგეგმება შიდა გზების რეაბილიტაცია-მოასფალტება, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა, სოფლების შიდა გზების განათება, წყალმომარაგების ქსელის მოწყობა, ლანჩხუთში 3 სტადიონის მოწყობა-რეაბილიტაცია, ლესასა და ნინოშვილში ამბულატორიის რეაბილიტაცია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ბავშთა საფეხბურთო სკოლის ეზოს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ინვენტარის შეძენა,  ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში ეგნატე ნინოშვილის სახლ მუზეუმთან მისასვლელი გზის აღდგენა და ნინოშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია, ქალაქის ადმნისტრაციულ ერთეულში საფეხმავლო ბილიკების მოწყობა და გარე განათების რეაბილიტაცია, მხარეთმოცდნეობის მუზეუმის შემოღობვა, სკოლების რეაბილიტაცია,  მამათის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე სუფსაზე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია. პროექტების განსახორციელებლად  10 485 080 ლარი დაიხარჯება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია