ქალაქში მიმდინარე სამუშაოები მერმა დაათვალიერა

გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018 15:29

ქალაქის წყალმომარაგების კუთხით მიმდინარე სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერა.
სამუშაოები დუმბაძის, ბაგრატიონის, ბარათაშვილის, ცაბაძის, ნათლისმცემლისა და მშვიდობის ქუჩებზე მიმდინარეობს და 500 ოჯახზეა გათვლილი.
პროექტის განხორციელება 1 დეკემბერს დაიწყო და მომავალი წლის ივნისის თვეში დასრულდება.
სამუშაოებს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დაკვეთით შპს „NDS მშენებლობა“ ასრულებს.
-აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქალაქის ის ნაწილი, რომელსაც წყალი არ მიეწოდებოდა ქსელში ჩაერთვება და ამით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდება-განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
მერთან ერთად სამუშაოები მერის წარმომადგენელმა ქალაქში ლაშა დუდუჩავამ და საკრებულოს დეპუტატმა კარლო კვიტაიშვილმა დაათვალიერეს.