25 | 06 | 2019

2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები დაამტკიცეს

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა 2019-2022 წლების პრიორიტეტების დამტკიცების შესახებ ისაუბრა.
2019 წელს ძირითად პრიორიტეტად განისაზღვრა: ინფრასტრუქტურის განვითარება; დასუფთავება და გარემოს დაცვა; განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები;
როგორც ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, წყლის სისტემების, გარე განათების ქსელის განვითარება და მუნიციპალიტეტში სხვა აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების დაფინანსება. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება როგორც ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე, არსებულის მოვლა-შენახვა,დაფინანსდება ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯებიც. 2019 წელს ინფრასტრუქტურის კუთხით 763,3 ათ ლარი დაიხარჯება, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე - 44 ათ. ლარი, გარე განათების ქსელი ექსპლოატაცია - 123, 8 ათ. ლარი, სასაფლაოების მოვლა _ 78,7 ათ. ლარი, გზების მიმდინარე შეკეთება - 100 ათ. ლარი და ა.შ. 
დასუფთავების ღონისძიებების განხორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით მუნიციპალიტეტი ნაყოფიერად თანამშრომლობს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რომლის ფარგლებში განხორციელდა ნაგვის ურნების შეძენა და ლანჩხუთს გადმოეცა ნაგავმზიდი მანქანები. ამავე პროგრამიდან ფინანსდება მდინარე სუფსაზე არსებული ნაგავჩამკეტის გაწმენდითი სამუშაოები.
მუნიციპალიტეტი აგრძელებს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ თავიანთი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება. 2019 წელს საამისოდ 2011,5 ათ. ლარი დაიხარჯება.
რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას 2019 წელს გამოყოფილია - 692,9 ათ. ლარი. რაც ითვალისწინებს, ომის ვეტერანებისა და მათ ოჯახების დახმარების, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების, სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების, მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის და მედიკამენტების შეძენაზე დახმარების პროგრამების დაფინანსებას.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატების შეკითხვებს ალექსანდრე სარიშვილმა ამომწურავად უპასუხა. მერის წინადადებას 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ მათ მხარი ერთხმად დაუჭირეს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია