22 | 05 | 2019

საახალწლო კონცერტი ლანჩხუთში

ლანჩხუთში საახალწლო კონცერტი საღამოს 23:00 საათზე დაიწყო. ღონისძებაში მონაწილეობას ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად ბენდი „two x two" და „x ფაქტორის“ მონაწილე გიორგი ფუტკარაძე იღებდნენ.
ახალი წლის შემობრძანება ლანჩხუთელებს მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ნანაძემ მიულოცეს.
ღონისძიების ორგანიზატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია და კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება გახლდათ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია