19 | 11 | 2019

მერმა ახალი წელი მიულოცა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ნანაძემ ახალი წელი იმ ადამიანებს მიულოცეს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის სიცოცხლის სადარაჯოზე დგანან.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები თავდაპირველად პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს ესტუმრნენ. ისინი მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.
შემდეგ კი რეგიონული ჯანდაცვის ცენტრსა და „მედალფას“ კლინიკის პერსონალს, ასევე სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს ეწვივნენ.
_გილოცავთ ახალი, 2019 წლის შემობრძანებას. ეს წელი წარმატებების, სიხარულის, სიკეთის და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ“-განაცადა მუნიციპალიტეტის მერმა.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია