ტრადიციული ალილო ლანჩხუთში

გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019 10:36

ლანჩხუთში ალილოს ტრადიციული მსვლელობა მოეწყო.
საზეიმო მსვლელობა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მრევლს ლაჩხუთის მერის მოადგილე გიორგი ფაცურია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ნანაძე შეურთდნენ და მეალილოეებს საშობაო საჩუქრები გადასცეს.
_ვულოცავ თითოეულ მათგანს, ლანჩხუთს და მთლიანად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. უფლის მადლი, წყალობა და მფარველობა არ მოგკლებდეთ. მრავალ შობას დაგასწროთ უფალმა- განაცხადა მერის პირველმა მოადგილე, გიორგი ფაცურიამ