19 | 04 | 2019

მოსახლეობასთან შეხვედრა სუფსაში

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის საერთო კრება სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.
თავდაპირველად შეხვედრა ახალსოფლის, ჩქუნისა და ტაბანათის მოსახლეობასთან შედგა.
აქ მოსახლეობის გადაწყვეტილებით,პრიორიტეტულ საკითხად გამოიკვეთა გარე განათების მოწყობა, შიდა გზების რეაბილიტაცია და სასაფლაოს შემოღობვა. ხმათა უმრავლესობით, გადაწყდა, რომ გარე განათება გაკეთდება და ხსენებული სასაფლაოც შეიღობება.
რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ის ამავე ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების, ხიდმაღალა, გრიგოლეთი, მალთაყვა და სუფსა, მოსახლეობასთან ჩატარდა.
კრებაზე მოსახლეობამ პრიორიტეტად ამბულატორიული ცენტრის რეაბილიტაცია დაასახელა. გრიგოლეთში ასევე დაისვა მინი სტადიონის მოწყობის საკითხიც.
შეხვედრებს მუნიციპალატეტის მერის პირველი მოადგილე, გიორგი ფაცურია უძღვებოდა. კრებას ასევე ესწრებოდნენ სუფსის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ კუკულავა და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი დავით გუმბერიძე.
"მისასალმებელია რომ ეს პროექტი განახლდა და მოსახლეობა თავად წყვეტს რა შეიძლება გაკეთდეს უპირველესად ამ თანხით თავიანთ სოფლებში" - განაცხადა ბატონმა გოგიმ.
შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებების ჩატარება დაიწყო. მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია