სოფლის კრებებისა და კონსულტაციების ჩატარება დასრულდა

გამოქვეყნებულია პარასკევი, 01 თებერვალი 2019 11:45

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
კრება ჩატარდა ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ბაღლეფში, სადაც მოსახლეობამ პრიორიტეტად, სამივე სოფელში (ეწერი, ჯურუყვეთი, ბაღლეფი), გარე განათების მოწყობა გადაწყვიტა.
-დასრულდა სოფლის კრებებისა და კონსულტაციების ჩატარება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. გამოიკვეთა ის ძირითადი საკითხები, რის მოგვარებასაც ამ ეტაპზე შევძლებთ. უახლოეს პერიოდში საპროექტო სამუშაოების შესრულება დაიწყება- განაცხადა მერის პირველმა მოადგილე, გიორგი ფაცურიამ.