- დეტალები
-
გამოქვეყნებულია ორშაბათი, 16 ივლისი 2012 17:30

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებთან და მასწავლებლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე, გამგებელი გიორგი გოგუაძე, გამგებლის მოადგილე კახა ასკურავა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნათია ურუშაძე.
მინისტრმა დამსწრეთ საქართველოს მთავრობის მომავალი სამოქმედო გეგმა გააცნო და რეფორმის ფარგლებში მიმდინარე სიახლეებსა და გეგმებზე ისაუბრა.
როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მასწავლებელი უნდა იყოს დაფასებული, უნდა ჰქონდეს შესაფერისი სამუშაო პირობები.
- ჩვენი ამოცანა იქნება მეტი სარგებელი მოვუტანო განათლების სფეროში ჩართულ თითოეულ ადამიანს. მასწავლებლები უფრო მეტად უნდა იყვნენ დაფასებული, განათლების დონემ უნდა აიწიოს და ყველა სკოლას უნდა ჩაუტარდეს რეაბილიტაცია. - აღნიშნა მინისტრმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ხატია დეკანოიძემ პედაგოგთა შეკითხვებს უპასუხა.

