19 | 06 | 2019

ხიდმაღალაში სააღმზრდელო ჯგუფის შენობის შეკეთება მიმდინარეობს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სუფსის ტერიტორიულ ერთეულში ხიდმაღალას სააღმზრდელო ჯგუფის შენობის შეკეთება მიმდინარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლების მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ერთ-ერთი საკითხი პატარებისთვის  ბაღის შენობის მოწესრიგება იყო.

სამუშაოებს ასრულებს ინდ.მეწარმე ზურაბ ჯიბლაძე. სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

წესრიგდება შენობის ფასადი, ოთახები, სველი წერტილები,  შეიღობა სააღმზრდელო ცენტრის ეზო.

ასე რომ, სექტემბერში  ხიდმაღალელ პატარებს ლამაზი გარემო დახვდება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია