23 | 08 | 2019

მრავალბინიანი კორპუსების მოსახლეობას კანალიზაციის პრობლემა მოუგვარდება


მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე მრავალბინიანი სახლების მოსახლეობას შეხვდა და პრობლემებზე ესაუბრა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად აფხაზავა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

მობინადრეები კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემის მოგვარებას ითხოვდნენ. როგორც მათ თქვეს, მართალია, მრავალბინიანი სახლები (ბრტყელი გადახურვით) გადაიხურა, მაგრამ კორპუსების გადაბმის ადგილზე ძლიერი წვიმის დროს წყალი მაინც ჩამოდის სახურავიდან და ამ პრობლემის მოგვარებაში ითხოვეს დახმარება.

მოსახლეობა კმაყოფილია სკვერის კეთილმოწყობით, ამასთან ერთად გარე ფასადების მოწესრიგება, კორპუსის ეზოში განათების მოწყობა, ბინების მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება სურთ.

ახალგაზრდებმა გამგებელს სპორტული მოედნის მოწყობაში თხოვეს დახმარება

გიორგი გოგუაძემ ყურადღებით მოუსმინა თითოეულ მათგანს და დასმული საკითხების მოგვარებას შეპირდა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია