19 | 06 | 2019

„გურია“ გრიგოლეთის ბაზაზე საწვრთნელ მატჩებს მართავს

ლანჩხუთისგურიამომზადებას გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზაზე გადის, გუნდს ახლაგურიისსაფეხბურთო სკოლის აღზრდილი, თემურ ლორია წვრთნის.

მნიშვნელოვანი ცვლილებებია შემადგენლობაში. გუნდში არიან ადგილობრივები სრული შემადგენლობით, ხოლო მოწვეულებიდან _ დავით მაისაშვილი, გია თოდუა, ალექსანდრე ლაღაძე და არნო ჩასემი.

გურიაშიდაბრუნდა გუნდის ლიდერი გიგა კვერენჩხილაძე, მეკარე გიორგი ძაძამია, რომელიც ორი წლის წინ ირიცხებოდაგურიაშიდა სწორედ აქ ნაჩვენები კარგი თამაშის გამოვიტ-ჯორჯიაშიმიიწვიეს, აქედან კი ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდა.

გუნდის მესვეურთა ცნობით, ამჟამად რამდენიმე ფეხბურთელი ისინჯება და თუ ვის დატოვებენ, ამ დღეებში გახდება ცნობილი.

გურიამპირველი ტესტ-მატჩიმერცხალთანლანჩხუთში გამართა და 2:1 გაიმარჯვა, გრიგოლეთში უმაღლესლიგელი ფოთისკოლხეთი“ 3:1 დაამარცხეს, შემდეგ ხობისკოლხეთთანფრედ 3:3 ითამაშეს, ხოლო მატჩი უმაღლესლიგელ ზუგდიდისბაიასთანფრედ, 1:1 დამთავრდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო შეხვედრაში თავი ადგილობრივმა სანდრო ბახიამ გამოიჩინა, სწორედ ის გახდა გატანილი გოლის ავტორი. სამ შეხვედრაში 3 გატანილი გოლი დაუგროვდა.

ასევე აღსანიშნავია კიდევ ერთი ადგილობრივი პერსპექტიული ფეხბურთელის, ბექა წერეთლის კარგი თამაში.

სექტემბრის ბოლოს გურია მატჩებს ახალ სტადიონზე გამართავს. ამ დროსთვის უკვე დასრულებული იქნება მინდვრის საფარის გამოცვლა, განათებისა და ელექტროტაბლოს დამონტაჟება, გასახდელის კეთილმოწყობა, ტრიბუნების გამაგრება, პირველ ეტაპზე 4-5 ათასი ინდივიდუალური სკამის დამონტაჟება მოხდება, განახლებული არენა 10 ათასამდე ქომაგს დაიტევს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია