19 | 06 | 2019

სტუდენტთა დასაქმების პროგრამა დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა „summer job-ის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 1800-ზე მეტი სტუდენტი დასაქმდა, თვითმმართველობის სამსახურებში მათი ხელფასი 500 ლარს შეადგენს. პროგრამა დაიწყო 20 ივლისს და 20 აგვისტომდე გაგრძელდება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 50 სტუდენტი შეუდგა მუშაობას, მათ კოორდინაციას უწევს კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.

პროექტი მოიცავს გაეროს შემუშავებული მეთოდოლოგიით საქართველოს საშუალო და მცირე ზომის ქალაქებში საბინაო ფონდის და პირობების აღწერას, რომლითაც დადგინდება მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები და ტენდენციები განსახლების სტრუქტურაში.

აღნიშნული აღწერა და შესაბამის მონაცემზე დაყრდნობილი კვლევა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ჯანსაღი და მდგრადი განსახლების სისტემის განვითარებას. კვლევის შედეგებით  ქვეყანას ქალაქების დონეზე ექნება მახასიათებლები, თუ რა საცხოვრებელი პირობებია დღეს საქართველოში, როგორია ფართობით უზრუნველყოფა, წვდომა წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზმომარაგებაზე და ძირითად კომუნალურ მომსახურებაზე.

კვლევა ასევე ასახავს შენობების მდგომარეობას, მახასიათებლებსა და უძრავი საკუთრების ფორმებს. მონაცემთა ბაზა საფუძვლად დაედება ინფრასტრუქტურის განვითარების დაგეგმარებას და განსახლების სფეროში პოლიტიკის ჩამოყალიბებას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა დაიცვან მონაცემთა სიზუსტე და მიზნობრიობა.

საქართველოს მოსახლეობის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერა 2002 წელს ჩატარდა და მოიცავდა მოსახლეობის საბინაო პირობების აღწერასაც. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ქალაქებში ამგვარი დეტალური კვლევა არ ჩატარებულა.

საგულისხმოა, რომ კვლევაში დასაქმებული სტუდენტები შეიძენენ სამუშაო გამოცდილებას და აიმაღლებენ უნარ-ჩვევებს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია