16 | 12 | 2019

უკვდავების ბინადარი

20 ივლისს პოეტ თემურ ფირცხალაიშვილს 51 წელი შეუსრულდა. პოეზია მისთვის უპირველესი იყო: „პოეზია წმინდა მაწამებდა, მწამდა“... სათუთად ელოლიავებოდა თითოეულ სტრიქონს, პწკარედს.

პოეტისადმი მიძღვილი საღამო გაიმართა მისივე სახელობის შემოქმედთა მუზეუმში. თავდაპირველად ყვავილებით შეამკეს პოეტის საფლავი...  მისივე სახლში ახალობლებმა, მეგობრებმა, პოეტებმა გაიხსენეს თემური და ისაუბრეს მისი პოეზიის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მომავალი თაობა ინტერესით ეცნობა ნიჭიერი პოეტის შემოქმედებას, ამ მხრივ ამაღელვებელი იყო თორნიკე ქორიძის ლექსი, რომელიც მან პოეტს მიუძღვნა.

ხალისიანი, ემოციური, ფიცხი და, რა თქმა უნდა, გულკეთილი... ასეთი იყო თემურ ფირცხალაიშვილი, მისთვის რომ გულიც გეტკინათ, მაინც ყველა უყვარდა.

სიმბოლურია, რომ ამ დღეს ღონისძიების ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ბათუმში მოღვაწე ლანჩხუთელი პოეტების ცისანა ანთაძის და ინგა გოგუაძის შემოქმედება.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ კულტურული მემკვიდრეობისა და დაცვის ცენტრის (ლია ურუშაძე) თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმი (დარეჯან ბიწაძე). მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია