19 | 06 | 2019

„სვიანას“ არხის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

ნიგვზიანის მოსახლეობისთვის „სვიანას“ არხის ამოწმენდა აუცილებელი და სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო, რადგან მდინარე „სვიანა“ ტბორავდა სამი სოფლის სახნავ-სათეს მიწებს და გლეხები მოსავალს ვერ იღებდნენ.

ვინაიდან აღნიშნული სამუშაოების დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეუძლებელი იყო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცენტრალური ხელისუფლება ჩააყენა საქმის კურსში. მთავრობამ გაითვალისწინა მოსახლეობის თხოვნა და საკითხი მოსახლეობის სასიკეთოდ გადაიჭრა.

საქართველოს სამელიორაციო სისტემების კომპანიის დაკვეთით სამუშაოებს აწარმოებს შპს „გაგი“. 4კმ და 250 მ. სიგრძის არხის გაღება უკვე დაიწყო, სამუშაოები, სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისისთვის დასრულდება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია