20 | 01 | 2019

ახალგაზრდებმა გრიგოლეთის პლაჟი დაასუფთავეს

 


კულტურის, განათლების, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გრიგოლეთის პლაჟის დასუფთავების აქცია მოეწყო.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა ალექსანდრე იმნაიშვილმა შემოიკრიბა თანამოაზრენი, რომლებმაც ყვავილნარის ყოფილი ბანაკის ტერიტორიის პლაჟი დაასუფთავეს.

დასუფთავებისთვის საჭირო ხელთათმანები და პარკები დასუფთავების სამსახურმა, ხოლო მაისურები საქართველოს მწვანეთა მოძრაობის „დავასუფთაოთ გარემო ჩვენი“ კოორდინატორმა, მანანა გოგუაძემ გადასცა.

ახალგაზრდებმა საკმაოდ მუყაითად იშრომეს, მოგროვებული ნაგავი კი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა გაიტანეს.

საღამოს  კოცონი დაანთეს და დისკოთეკა გამართეს. უნდა აღინიშნოს, რომ მათ შეუერთდნენ იქვე მყოფი უკრაინელი დამსვენებლები, ასე რომ, ერთგვარი ქართულ-უკრაინული საღამო გამოვიდა და ყველამ ერთად (მუშაობის შემდეგ) კარგად დაისვენა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მისასალმებელია, რომ ახალგაზრდათა ერთმა ჯგუფმა  გამოიჩინა აქტიურობა და გრიგოლეთის პლაჟის ერთი ნაწილი დაასუფთავა _ გარემოს გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში ყველამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი.



 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია