19 | 08 | 2017

მოწესრიგებული ქალაქის ქუჩები მოსახლეობას მოსწონს

 

წელს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 12 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, წინა წლებთან შედარებით სოლიდური თანხა, რომლითაც სხვადასხვა პროექტი განხორციელდა, როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამით.

ქალაქ ლანჩხუთში პრიორიტეტად შიდა გზების,მრავალბინიანი სახლების, საყანე ფართობებისკენ მიმავალი გზებისა და სკვერების რეაბილიტაცია დასახელდა. უკვე მოწესრიგდა კოსტავას, მარჯანიშვილის, კუპრეიშვილის, თენგიზ ცინცაძის, მეგობრობის, ნინოშვილის ქუჩები სანიაღვრე კვლებით და ასფალტის საფარით. ამჟამად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ჩხაიძის, ნათლისმცემლის, დუმბაძის, ცაბაძის, აღმაშენებლის ქუჩებზე.

მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობისა და ცენტრალურ ნაწილში სკვერის რეკონსტრუქციისათვის გამოიყო 111633 ლარი, აღნიშნული თანხით კეთილმოეწყო გორგასლის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი სახლების შიდა ეზო, ასევე ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე კორპუსის შიდა ეზო.

მრავალბინიანი სახლების სახურავისა და ფასადების რეაბილიტაციისათვის გამოიყო 80410 ლარი, საგულისხმოა, რომ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლების სახურავი გამოიცვალა და ფასადი მოწესრიგდა.

მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ხორციელდება საყანე ფართობების_ „ნაწიფას“, „ნიგოზას“, „თხემლარის“, „ლიფაშარასდა სხვა გზების და მილხიდების შეკეთება. ის, რომ ქალაქი ლამაზდება და ინფრასტრუქტურა წესრიგდება მოსახლეობასაც მოსწონს.

_ „როცა ხედავ, რომ ქალაქის იერსახე ლამაზდება ეს ბუნებრივია მისასალმებელია. მხარს ვუჭერ მშენებლობას და განვითარებას. როდესაც ნინოშვილის ქუჩას ვუყურებ, ძალიან მომწონს აქაურობა. აქვე კეთდება სამხატვრო სკოლა, პროფესიით მხატვარი ვარ და ეს მიხარია. აქვეა სამუსიკო სკოლაც, გვპირდებიან, რომ ტროტუარსაც მოგვიწესრიგებენ. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი უბანი პატარა ქალაქია ჩვენს ქალაქში“, _ აცხადებენ ნინოშვილის ქუჩის მცხოვრებლები.



 

 

საჯარო ინფორმაცია