15 | 11 | 2019

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების წესში ცვლილება შევა


გაიმართა მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომა . დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დეპუტატებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, რევაზ ჩიტიძემ გააცნო. მისივე წინადადებით, დღის წესრიგში შევიდა ცვლილება და მიღებული გადაწყვეტილებით სხდომამ მუშაობა განაგრძო.

ცვლილება შევიდა „მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის N46 დადგენილებაში.

იურიდიული სამსახურის უფროსის, შოთა ჩაგუნავას თქმით,  ცვლილების თანახმად, მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) ქირა განისაზღვრება 0,228 ლარით; ხოლო სხვა უძრავ ნივთებზე  (გარდა მიწისა) „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის N898 ბრძანებულებით დამტკიცებული წესით _ ღირებულების არანაკლებ 5% ოდენობით“.

ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო და ცვლილება შევა „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი  განაკვეთების შესახებ“  საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის #46 დადგენილებაში. ცვლილებით ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება: ) საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 600 კვ. -; ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 24 კვ. -.

ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო  მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტზე. საფინანსო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას თქმით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხებიდან ეკონომია მიიღეს,  რაც უნდა აისახოს მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტში;   აღნიშნული თანხა  მიიმართება შიდა გზების სარემონტო სამუშაოებისთვის.

ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  და გამგეობის თანამდებობის პირთა, აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებისა  და თანამდებობრივი სარგოს, ასევე საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია