25 | 05 | 2018

საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

10 დეკემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარე, რევაზ ჩიტიძემ გააცნო.

მნიშვნელოვანი იყო 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, რომელიც დამსწრეთ საკრებულოს თავმჯდომარემ გააცნო და მასში არსებულ ცვლილებებზე დეტალურად ისაუბრა.

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი 5 830 700 ლარით განისაზღვრა. მასში გათვალისწინებული არ არის მიზნობრივი ტრანსფერი და სოფლის დახმარების პროგრამა. მნიშვნელოვნად გაიზარდა სოციალურად დაუცველთა დახმარება, ამ კუთხით მომავალ წელს 14 პროგრამა დაფინანსდება.

მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კახა ასკურავას ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივ ორგანოთა დაფინანსებისთვის გამოიყოფილი 45000 ლარისLდა მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენლობის ხარჯებისთვის გამოყოფილი 8 000 ლარის შემცირებით 35 000 ლარი მიიმართება სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად. კერძოდ, შეჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის.

მან დეპუტატებს მადლობა გადაუხადა, რომ მეტად რთულ პირობებში მოუწიათ მუშაობა მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე.

ბიუჯეტში მიმდინარე ცვლილებები შესაბამისად აისახა შესყიდვების გეგმაში, რომელიც შესყიდვების სამსახურის უფროსმა მაია აფხაზავამ წარმოადგინა.

დეპუტატ ამირან გიგინეიშვილის მხრიდან დაისვა რამდენიმე შეკითხვა, ის, ძირითადად, ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების დაკონკრეტებას მოითხოვდა, რაზეც ამომწურავი პასუხი საკრებულოს თავმჯდომარემ გასცა.

იურიდიული სამსახურის უფროსმა შოთა ჩაგუნავამ სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშნებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებათა დაწყების თაობაზე ამცნო სხდომის მონაწილეებს.

საკრებულოს სხდომამ ცნობად მიიღო სამანდატო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის, ილო გვარჯალაძის განცხადება დეპუტატ მარიკა თურნავას წინადადებასთან დაკავშრებით, ფრაქცია „ლანჩხუთელებს“ შეეცვალა სახელი და დაერქვა „ქართული ოცნება დემოკრატიული ლანჩხუთი“.


 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა