25 | 05 | 2018

საკონკურსო-საატესტაციოკომისიამ ხუთი კანდიდატი შეარჩია

22  დეკემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესარჩევი საკონკურსო-საატესტაციოკომისიის მორიგი  სხდომა გაიმართა. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის,ზვიად აფხაზავას თქმით, გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე შემოვიდა 106 ელექტრონული და მატერიალური განცხადების ვერსია.

კომისიის წევრებმა განიხილეს შემოსული განცხადებები და შეარჩიეს ის  5 კანდიდატი (რომან ბიწაძე, ზაზა ურუშაძე, აპოლონ წილოსანი, ირინა ფირცხალავა, მერაბ სერგოშვილი), რომლებიც მეორე ეტაპზე გადავიდნენ.

საკონკურსო-საატესტაციო კომისია დასახელებული კანდიდატებიდან გასაუბრებით შეარჩევს ერთ კანდიდატს, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს, თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე  დასახელებულ კანდიდატს საკრებულოს წევრებს წარუდგენს დასამტკიცებლად.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა