საახალწლო ღონისძიებებმა მაყურებელი მოხიბლა

გამოქვეყნებულია პარასკევი, 28 დეკემბერი 2012 18:31


საახალწლოდ მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა (დირექტორი სოფო ჭელიძე) ორი ღონისძიება წარმოადგინა. თავდაპირველად, სენტ ეგზიუპერის ზღაპარიპატარა უფლისწულიაჩვენა (სპექტაკლის რეჟისორი და სცენარისტი ირმა მენაღარიშვილი).

უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვთა თეატრალურმა დასმა უფროსებთან ერთად მშვენიერ ზღაპრულ სამყაროში გვამოგზაურა. პატარა უფლისწულის თავგადასავალმა ძალიან მოხიბლა მაყურებელი.

საახალწლო ღონისძიება მართლაც შთამბეჭდავი იყო. ნინო ჭელიძის, ლალი გავაშელაშვილის, გია ხუხუნაიშვილისა და ირაკლი ჩახვაძის მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს.

ბავშვებმა შესანიშნავად იმღერეს და იცეკვეს, ასევე  წარმოადგინეს ნაწყვეტი პიესიდანჩაპლინიანა“. პატარა მსახიობებმა ჩარლი ჩაპლინის ცხოვრები ეპიზოდი გვაჩვენეს.

ღონისძიებამ მაყურებლის აღტაცება და ოვაცია დაიმსახურა. დასასრულ, პატარები ტკბილეულით დასაჩუქრდნენ.