ლანჩხუთელმა მოსწავლეებმა რესპუბლიკურ კონკურსში გაიმარჯვეს

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 31 დეკემბერი 2012 15:01

 

საქართველოს განათლების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლებისთვის `ესეების~ კონკურსი გაიმართა, რომელშიც 150 სკოლა იღებდა მონაწილეობას, მათ შორის იყვნენ ლანჩხუთის 5 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენებურებმა კონკურსში წარმატებას მიაღწიეს და ჟიურის მოწონება დაიმსახურეს. მესამე საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა (დირექტორი ირმა კვაჭანტირაძე, პედაგოგი დოდო კვირკველია) პირველი ადგილი, ხოლო შუხუთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა (დირექტორი კობა ფირცხალაიშვილი, პედაგოგი მზია იმნაძე) მესამე საპრიზო ადგილები მოიპოვეს.

ბავშვებმა მასწავლებელთა დახმარებით საკმაოდ საინტერესოდ შეარჩიეს თემები. მესამესკოლელებმა ნიგვზიანში არსებულ რელიგირ დაპირისპირებაზე და არსებულ რეალობაზე იმუშავეს, ისინი ნიგვზიანში გაეცვნენ ქრისტიან და მუსლიმან თანატოლებს, რომლებთაც განსხვავებული რელიგია აქვთ, თუმცა მეგობრობა და ძმობა აკავშირებთ ერთმანეთთან.

შუხუთელებმა ლელო-ბურთის ისტორიისა და განვითარების შესახებ შეაგროვეს მასალები. ორივე თემატიკა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო და ამიტომაც განათლების სამინისტრომ სოლიდური პრიზებით დასაჩუქრეს პირველ-მესამე საპრიზო ადგილებზე გასული მოსწავლეები.

გამარჯვებულ მოსწავლეებს (3 საჯარო: ეკა ფირცხალაიშვილი, ხატია ორაგველიძე, მარიამ უზნაძე, მარიამ აძე; შუხუთი: თამთა ფირცხალაიშვილი, ნინო ორაგველიძე, თამთა იძე) და მათ პედაგოგებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე, მოადგილე ზვიად აფხაზავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ, პედაგოგ-მოსწავლეებს კონკურსში გამარჯვება, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და კვლავაც შემდგომი წარმატებები უსურვეს. საკრებულოს თავმჯდომარემ მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.