20 | 01 | 2019

ამირან გიგინეიშვილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე თავის კანდიდატურას დააყენებს

მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დეპუტატმა, ,, ლანჩხუთის  საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა  ამირან გიგინეიშვილმა ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ თავის კანდიდატურას დააყენებს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე და კოლეგების მხარდაჭერის იმედიც აქვს.

_ რევაზ ჩიტიძე ჩემი მეგობარია. სანამ ის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ, რადგან ასე მოხდა და მან თანამდებობა დატოვა, გადავწყვიტე,  ჩემი კანდიდატურა დავაყენო საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის მართვის სფეროში. არაერთ კანონპროექტზე მიმუშავია. მაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება. არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი,  განაცხადა ამირან გიგინეიშვილმა.

რაც შეეხება დავით წულაძის კანდიდატურას, ამირან გიგინეიშვილი მას დიდი ხანია იცნობს, მეგობრები არიან, კარგად იცის მისი შესაძლებლობები, თუმცა, როგოც თვითონ ამბობს, აღნიშნულ თანამდებობას უკეთესად გაართმევს თავს, ამის თქმის საფუძველს  კი თვითმმართველობის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აძლევს.

ამირან გიგინეიშვილმა გამგებლის კანდიდატურაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს, რადგან ამ ეტაპზე საკრებულოს თავისი კანდიდატი არ ჰყავს. ის არ აპირებს კოაბიტაციას, აპირებს თანამშრომლობას საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან.  მისი თქმით, საქმე  ლანჩხუთის განვითარებას ეხება და საკრებულოს უმრავლესობამ და უმცირესობამ, ამ მიზნით უნდა ითანამშრომლონ.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია