17 | 08 | 2018

ლამაზი გარემო პატარებისთვის

 

15 სექტემბერს სკოლამდელ სააღმზრდელო ჯგუფებში მეცადინეობა განახლდება. ჩიბათის ტერიტორიულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სკოლამდელი სააღმზრდელო ჯგუფის შენობის კაპიტალური შეკეთება სრულდება. სამუშაოებს (ამისთვის გამოყოფილია 43332 ლარი) ახორციელებს ინდმეწარმე ელგუჯა ზენაიშვილი.

მიმდინარე სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გოგუაძემ მოინახულა.

გამგებელმა საამღზრდელო ჯგუფის მასწავლებლებთან ერთად დაათვალიერა შენობა, მოუსმინა აღმზრდელებს და გარკვეული სახის შენიშვნები გამოთქვა, რაც მშენებელმა გაიზიარა.

გიორგი გოგუაძის თქმით, მოხარულია, რომ სოფელმა ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო, მომავალ თაობას კეთილმოწყობილ გარემოს უკეთებს და ჩიბათელი პატარები ლამაზ გარემოში დაბრუნდებიან.

გვიმბალაურში გამგებელმა ახალგაზრდული ცენტრის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ცენტრი სოფელ ჯუნეწერში კეთდება, მისი მშენებლობისთვის 26864 ლარი იხარჯება, სამუშაოებს ინდმეწარმე ზაზა ჩხაიძე ასრულებს.

ცენტრში დაიდგმება სპორტული ინვენტარი და გახდება ახალგაზრდების თავშეყრის საყვარელ ადგილად.

 

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია