09 | 12 | 2019

დანიელებმა კარგი შეფასება მისცეს

 

ლანჩხუთში სახალისო ფეხბურთის ეგიდით სპორტული შეჯიბრებები გაიმართა.

ღონისძიების მიმდინარეობას მეორე დღეს პროექტის ორგანიზატორები, დანიის წარმომადგენლები გაეცნენ.

სტუმრებმა თან ახლდათ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ვალერი ჩოლარია და ბადრი ქარქაშაძე. ისინი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი გოგუაძეს შეხვდნენ და შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

 

უცხოელებმა კარგი შეფასება მისცეს ლანჩხუთში გამართულ სახალისო ფეხბურთის ღონისძიებას და აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის შჯიბრებები ხელს უწყობს ბავშვთა დაახლოება-დამეგობრებას.

გიორგი გოგუაძის თქმით, სანამ ეს პროექტი იარსებებს, ადგილობრივი ხელისუფლება ყოველნაირად შეუწყობს ხელს და მათ გვერდით იქნება.

 

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია