16 | 07 | 2019

20 იანვარს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

20 იანვარს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიგინეიშვილმა კოლეგებს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
სხდომის დღის წესრიგში სულ ორიოდ საკითხი იყო. 2014 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცებისა და მასში ცვლილების შეტანის შესახებ გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსმა მაია აფხაზავამ ისაუბრა. მისივე განმარტებით, საქართველოს რეგიონული განვითარები და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს დაახლოებით 2 მილიონამდე ლარი გამოეყო, პროექტების მომზადების შემდეგ 11 ქუჩაზე გადანაწილდება. ესენია: . ლანჩხუთში თბილისის ქუჩაზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა; . ლანჩხუთის კოსტავას ქუჩაზე გზის მოასფალტება; . ლანჩხუთის აღმაშენებლის ქუჩაზე გზის მოასფალტება; . ლანჩხუთის ცინცაძის ქუჩაზე გზის მოაფალტება და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა; . ლანჩხუთის გურამიშვილის ქუჩაზე გზის მოასფალტება და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა; . ლანჩხუთში კუპრეიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა; . ლანჩხუთში ვადაჭკორიას ქუჩაზე გზის მოასფალტება; სოფელ მამათის ადმინისტრაციულ ერთეულის შენობაში განთავსებული საბავშვო ოთახების შეკეთება; გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში იმნაძეების უბანში რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა; ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სასოფლოს გზის გადახვნა, მოხრეშვა და სანიაღვრე არხების მოწყობა; ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ქვიანში საბავშვო ბაღის არსებული შენობის რეაბილიტაცია. რაც შეეხება შპსტერექსს“, რომელსაც ქალაქში 5 ქუჩის რეაბილიტაცია და სუფსის ცენტრის მოაფალტება უნდა მოეხდინა, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, დაჯარიმდა და შეუწყდა ხელშეკრულება. მაია აფხაზავას განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელახლა გამოცხადდება ტენდერი.
რაც შეეხება მეორე საკითხს, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის #56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზელანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებსაფინანსო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ ისაუბრა. მისი თქმით, 2014 წლის 13 იანვრის #34 განკარგულებით მუნიციპალიტეტს გამოეყო 61 830 ლარი საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურებოის შესყიდვებისათვის, რომელიც უნდა აისახოს 2014 წლის ბიუჯეტში.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის აგვისტოს #1117 განკარგულების საფუძველზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დაიგეგმა ამბულატორიის მშენებლობა, რომლის განხორცილებისათვის მუნიციპალიტეტმა უნდა დააფინანსოს ამბულატორიის შენობის საძირკვლის და გარე საინჟინრო კომუნიკაციის მოწყობა თანხით 12 283 ლარის ოდენობით, რომელიც განხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ადგილობრივი შემოსავლების ხარჯზე.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია