22 | 11 | 2019

28 თებერვალს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

28 თებერვალს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. პირველი საკითხთან დაკავშირებით, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“, ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ შალიკაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასის გამოსაანგარიშებლად არსებობს შესაბამისი ფორმულა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მიწის ფასი.
რაც შეეხება მეორე საკითხს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად აფხაზავამ ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ რეგლამენტით გათვალისწინებულია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის აუდიტორული შემოწმების ჩატარება და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაზა ურუშაძემ, უნდა უზრუნველყოს აუდიტორის მოწვევასთან დაკავშირებითსახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით შესყიდვის პროცედურების განხორციელება.
ადგილობრივი შესყიდვების გეგმაში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით შესყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მაია აფხაზავამ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის #34 განკარგულებაში მიმდინარე წლის 20 თებერვლის #306 განკარგულებაში შეტანილია ცვლილება. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის დამატებით გამოეყო 1 271 795 ლარი. თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა: თამარ მეფის ქუჩა _280 795 ლარი; ჩხაიძის ქუჩის რეაბილიტაცია _178 114 ლარი; ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია _ 266 737 ლარი; ნინოშვილის ქუჩის რეაბილიტაცია _ 163 590 ლარი; კვირკველიას ქუჩის რეაბილიტაცია _ 289 643 ლარი; სუფსის ცენტრის რეაბილიტაცია _ 92916 ლარი;
რაც შეეხება მეოთხე საკითხს, საფინანსო სამსახურის მოვალეობის შემსრულებლის, როლანდ ლაშხიას განმარტებით, გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილის თანახმად სოცკულტურული ღონისძიებების ხარჯვით ნაწილში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც სოფელ აცანაში მსახიობ ვასილ ჩხაიძის ბიუსტის მონაჟისთვის 1300 ლარი გამოიყოფა,ხოლო კონკურს-ფესტივალოქროს კარიბჭესჩატარებისათვის კულტურის ცენტრში გასახდელების მოსაწესრიგებლად გამოიყოფა 8900 ლარი.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია