22 | 09 | 2019

ჩიბათში ევროსტანდარტების შესაფერისი სკოლა აშენდება

ახალი შენობის მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება, ამის გამო სასწავლო პროცესი არა სკოლაში, არამედ სხვა შენობაში განახლდება.

სარემონტო სამუშაოები მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, რევაზ ჩიტიძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა სოსო ჩხაიძემ მოინახულეს.

რევაზ ჩიტიძის თქმით,  ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო გარკვეული თანხა, ასე რომ, სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშლება, გამოინახა დამოუკიდებელი ფართი, ოთახები წესრიგდება და ახალ სასწავლო წელს ზარი აქ დაირეკება.

ჩიბათის საჯარო სკოლის დირექტორის, თინათინ გოგელიას თქმით, მომავალი კვირიდან ძველი ნაგებობის დემონტაჟი დაიწყება. ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით შენობას კოსმეტიკური რემონტი უტარდება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, სანამ ახალ სკოლაში გადავლენ, სწავლისა და მუშაობის საშუალება ჰქონდეთ.

სკოლის მშენებლობა მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ამის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ საბავშვო ბაღში შეიარა, სადაც ასევე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია