ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო

გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 19 მარტი 2014 18:05


ლანჩხუთის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსის,რევაზ ზენაიშვილის ცნობით,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოები 10 მარტს დაიწყო. მიმდინარე წელს რაიონში ფასიანი ბარათით 13 800 ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს. ბარათებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შევახსენებთ ლანჩხუთელ მიწათმოსარგებლებს და მიწათმესაკუთრეებს , რომლებიც ფლობენ 0.25 ჰამდე და 0.25 ჰა დან 1 ჰა მდე მიწის ფართობებს მიიღებენ ორი სახის ბარათს : “ხვნის ბარათს,” რომელიც განკუთვნილია ნიადაგის მოსახნავად დააგრო ბარათს .”რომელზეც დარიცხულია 50 ქულა , რომლის გააქტიურება შესაძლებელია `ლიბერთი~ ბანკში და მის ფილიალებში. ის ბენეფიციარები , რომლებიც ფლობენ 0.25 ჰა მდე სახნავ ფართობს აგრო- ბარათს (სახნავ ბარათს) ვერ მიიღებენ, თუმცა საყანე ფართობს დაუხნავენ მასივებში არსებობის გამო შესაბამისი აქტის საფუძველზე, ხოლო 50 ქულიან აგრო- ბარათს მოიკითხავენლიბერთბანკში. მიმდინარე წელს პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონ ლარს შეადგენს , რაც 2- ჯერ ნაკლებია შარშანდელთან შედარებით, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სიმინდის მოვლა -მოყვანის აგრო ტექნიკაში ხვნაფაქტობრივად, შესრულებული სამუშაოს ნახევარი და გადამწყვეტია. წელსაც ხვნა- თესვის კამპანიას ორგანიზაციას გაუწევს მუნიციპალიტეტის გამგეობა და სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები. მიმდინარე წელს ხვნის პროცესში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში იმუშავებს 51 ადგილობრივი ტრაქტორი, რომლებმაც სოფლის მეურნეობის პროექტების განვითარების სააგენტოში რეგისტრაცია გაიარეს. აღსანიშნავია, ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოების : ჩიბათის, შუხუთის, ლესის, სუფსის, ჯურუყვეთის, გვიმბალაურის, მამათის და ნიგვზიანის ადგილობრივი ტრაქტორების გააქტიურება , რომლებიც ხელს შეუწყობენ ხვნა- თესვის აგრო ვადებში ჩატარებას. იმ ტერიტორიულ ორგანოებში, სადაც ადგილობრივი ტრაქტორები არ გააქტიურებულან სხვადასხვა მიზეზების გამო, ხვნას შეასრულებს შპსმექანიზატორისტრაქტორები.
გასულ წელს პირველი ხნული 4 აპრილს სოფელ ლესაში გატარდა, მიმდინარე წელს კი ეს პროცესი გაცილებით ადრე 10 მარტს დაიწყო- სუფსის ტერიტორიულ ორგანოში. გამოდარებისთანავე ხვნა უმეტეს სოფლებში ერთდროულად დაიწყება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიხვნის ბარათზედარიცხულმა სახნავი ფართობების ჯამმა 7000 ჰა - გადააჭარბა , რაც საფუძველს იძლევა, რომ ეს პროცესი დროულად და გაცილებით ხარისხიანად ჩატარდება .