21 | 11 | 2017

მუნიციპალიტეტში ხვნა-თესვა დაიწყო

დაიწყო მინდვრის საგაზაფხულო სამუშაოები. ძალაში შევიდა სამთავრობო პროგრამის განხორციელება, რომლის თანახმად მოსახლეობას მთავრობა ეხმარება ხვნა-თესვის განხორციელების საქმეში.
მიმდინარე წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ფართობებში ხვნის სამუშაოებს აწარმოებს, როგორც ადგილობრივი, ასევე ..მექანიზატორისტექნიკა. 25 მარტს მინდვრებში 48 ტრაქტორი მუშაობდა, აქედან 29 _ ადგილობრივი, ხოლო 19 _ „ მექანიზატორისტრაქტორი.
26
მარტის მდგომარეობით, მთალიანად ლანჩხუთში მოხნულია 367 ჰექტარი მიწის ფართობი. ამჟამად ხვნა მიმდინარეობს: შუხუთში, გვიმბალაურში, ჩიბათში, ლესაში, ჯურუყვეთში, ნიგვზიანში, ღრმაღელეში, ჩოჩხათში, სუფსაში და ქალაქის ტერიტორიაზე.
როგორც გამგებლის მრჩეველმა სოფლის მეურნეობის საკითხებში ნუგზარ ცინცაძემ განაცხადა, მალე მთელ რაიონში ინტენსიურად გაიმართება ნიადაგის მომზადების სამუშაოები მარცვლეული კულტურების დასათესად.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა