22 | 09 | 2019

ლანჩხუთში დასუფთავების ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება

 

„დავასუფთაოთ მსოფლიო“ ამ აქციის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება. სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნა 12 სექტემბერს მუნიციპალიტეტის გამგებლის, გიორგი გოგუაძის თათბირი სამსახურების ხელმძღვანელებთან.

16, 17, 18 სექტემბერს მთელ მსოფლიოში მოხალისეების მიერ ტარდება გარემოსდაცვითი კამპანიადავასუფთაოთ მსოფლიო” (Clean Up the World), რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და მასში დღეისათვის მონაწილეობს 120 ქვეყანა.

 

კამპანია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გარემოს გასაწმენდად მრავალ ქვეყანაში ატარებს ფართომასშტაბიან დასუფთავების აქციებს და ამ მიზნით აერთიანებს ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სკოლებსა თუ ცალკეულ მოქალაქეებს. 

გიორგი გოგუაძემ მოუწოდა დამსწრეთ, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა დასუფთავების აქციაში, რამეთუ გარემოზე ზრუნვა და მისი დაცვა ყველა მოქალაქის ვალია.

აქციის მონაწილეებს დაურიგდებათ ხელთთმანები, პოლიეთილენის პარკები. დასუფთავების სამსახური _ შპს „ლანჩხუთი-სერვისი“ შეგროვებულ ნარჩენებს გაიტანს.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია