21 | 11 | 2017

საქველმოქმედო საღამო ჩატარდა

 


სამ აპრილს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა საქველმოქმედო საღამო მოაწყო პატარა მარიამ ბისიეშვილის დასახმარებლად, რომელიც უმძიმესი სენითაა აავად.
მარიამის გამოსაჯანმრთელებლად დიდი თანხაა საჭირო. მისმა თანარაიონელებმა კი გადაწყვიტეს, რომ თავიანთი წვლილიც გაეღოთ კეთილ საქმეში.
საგანგებოდ გამართული კონცერტი სწორედაც განსაკუთრებული და გამორჩეული იყო. სითბომ, ნიჭიერებამ, გაფორმებამ, სინათლის ფექტებმა ნამდვილად მოხიბლა მაყურებელი. მონაწილეებსა და დარბაზში მყოფთა შორის უხილავი ძაფებიც გაიბა.
მაყურებელი ოვაციითა და ტაშით აცილებდა თითოეულ მონაწილეს.
დარბაზში საგანგებო ადგილას იდგა შემოწირულობის ყუთი და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი კომისია თვალს ადევნებდა შემოწირულობის პროცესს.
მარიამის დასახმარებლად მართლა ერთიან ორგანიზმად იქცა ლანჩხუთი, ალბათ ამიტომაც გვიხდიდნენ მადლობას მისი მშობლები: ვწუხვართ, რომ ვერ ვესწრებით საღამოს, მაგრამ გვინდა აქედან გადავუხადოთ მადლობა თითოეულ თქვენგანს ჩვენი ტკივილის გულთან ახლოს მიტანასა და გაზიარებისათვის, ნათქვამი იყო წერილში, რომელიც საზოგადოებას ცენტრის რეჟისორმა, ირმა მენაღარიშვილმა გაგვაცნო.
როგორც ცნობილი გახდა, მარიამის დასახმარებლად სამ აპრილა 6 ათას ლარზე მეტი შემოვიდა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა