21 | 11 | 2017

ვახტანგ ზენაიშვილმა ხვნის სამუშაოები დაათვალიერა

მუნიციპალიტეტის სოფლებში უამინდობამ შეაფერხა ნიადაგის ხვნის სამუშაოები, მაგრამ 8 აპრილიდან კვლავ გაჩაღდა ნიადაგის მომზადება დასათესად.
დღეის მდგომარეობით, მოხნულია 885 ჰა ფართობი, რაც 749 ჰა მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მინდვრებში ხვნას აწარმოებენ, როგორც ადგილობრივი, ასევე შპსმექანიზატორისტექნიკა. 8 აპრილისათვის მუშაობდა 29 ადგილობრივი ტრაქტორი და 19 შპსმექანიზატორის“. ამ დღეებში ტექნიკის რაოდენობა გაიზრდება და ხვნა გაჩაღდება ყველა ტერიტორიულ ერთეულში.
8
აპრილს ხვნის სამუშაოები დაათვალიერა გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილმა და მრჩეველმა სოფლის მეურნეობის საკითხებში ნუგზარ ცინცაძემ. მათ ლესის ტერიტორიული ერთეულის საყანე ფართობები დაათვალიერეს

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა