21 | 11 | 2017

11 აპრილს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

11 აპრილს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომის დღისწესრიგში სულ ორიოდ საკითხი იყო. თავდაპირველად მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მაია აფხაზავამ ისაუბრა. მისი თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად ცვლილებები განხორციელდა გეგმის პროექტში. კერძოდ, გეგმაში ასახულია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხები. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი იყო 820984 ლარი. პროექტები შერჩეული იყო სოფლებში ჩატარებული კრებების შესაბამისად. სულ განისაზღვრა 149 პროექტის დაფინანსება. აღნიშნული პროექტების შესყიდვა განხორციელდება განმარტივებული შესყიდვების ფორმით. სულ პროგრამა განაწილებული იყო 6 ერთგვაროვან ჯგუფში. ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის #641 განკარგულებით გამოეყო 3263427 ლარი. მამათის და ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღების შენობების შეკეთება განისაზღვრა 11400 ლარით. გზის შეკეთების სამუშაოები განხორციელდება ქალაქ ლანჩხუთის, გვიმბალაურისა და ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში. ცვლილებები განხორციელდა ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ შესყიდვების გეგმაში.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის როლანდ ლაშხიას თქმით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოეყო 1926850 ლარი, მათ შორის , . ლანჩხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში, თბილისის ქუჩაზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობაზე - 52530 ლარი, კოსტავას ქუჩაზე გზის მოასფალტებაზე - 106360 ლარი, აღმაშენებლის ქუჩაზე, გზის მოასფალტებაზე - 108210 ლარი, ცინცაძის ქუჩაზე გზის მოასფალტება და რკინა ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობაზე - 227040 ლარი, ვადაჭკორიას ქუჩაზე გზის მოასფალტება - 92890 ლარი, სოფელ მამათის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში განთავსებული საბავშვო ბაღის ოთახების შეკეთებაზე - 52000 ლარი, გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში იმნაძეების უბანში რკინა ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობაზე 252890 ლარი, ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის გადახვნა, მოხრეშვა და სანიაღვრე არხების მოწყობაზე- 504280 ლარი, ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ქვიანში საბავშვო ბაღის არსებული შენობის რეაბილიტაციაზე - 59400 ლარი.

 

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა