19 | 08 | 2019

ვალერი ჩიტაიშვილმა ლანჩხუთში ინფრასტრუქტურის სამუშაოები მოინახულა.

 

რწმუნებულ-გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა ლანჩხუთში რეგიონული განვითარების ფონდიდან მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

გუბერნატორს თან ახლდნენ მოადგილეები თამაზ მახარაძე და ლელა თავართქილაძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად აფხაზავა,

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ქალაქის ქუჩების (ჟორდანიას ქუჩის მოედნის, ბარათაშვილის, მეგობრობის, ჭანტურიას, სამების, კვირკველიას ქუჩის წერტილოვანი შეკეთება) რეაბილიტაცის სამუშაოები, რომელსაც ახორციელებს შპს „არდ-დი-აი“;

ასევე დაათვალიერეს ჟორდანიას ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის, შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის შიდა ეზოს და არსებული სასტუმროს შენობის მიმდებარე გზების რეაბილიტაციის სამუშაოები.

ვალერი ჩიტაიშვილის თქმით, რეგიონული განვითარების ფონდიდან 500 ათასი გამოიყო, ამ თანხით კეთდება 2 ხიდი, რამდენიმე ქუჩის და საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად გურიაში და მათ შორის, ლანჩხუთში ასეთი სახის სამუშაოები მიმდინარეობს და ინფრასტრუქტურა წესრიგდება. 

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია