18 | 10 | 2019

სასულიერო გიმნაზიამ 22 პირველკლასელი მიიღო

სასულიერო გიმნაზიამ 22 პირველკლასელი მიიღო

14 სექტემბერს მართლმადიდებლური კალენდრის თანახმად, ახალი წელი, ანუ ინდიქტიონი აღინიშნება.

 

ყოველი წლის ამ დღეს იწყებს ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია ახალ სასწავლო წელს.

წელს გიმნაზიაში 307 მოსწავლე ისწავლის, მათგან 22 პირველკლასელია.

სასწავლო დარგში რექტორის მოადგილის, ლევან გიორგაძის ინფორმაციით, სკოლა ავტორიზაციისათვის ემზადება და აუცილებლად გაივლის ამ პროცესს, რადგან გიმნაზია საკმაოდ წარმატებულია.

წელს ეროვნულ გამოცდებზე 29 მოსწავლე გავიდა, მათგან 25 უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტი გახდა, აქედან 7 ვერცხლის მედალოსანია.

მოსწავლეები და პედაგოგები დალოცა დეკანოზმა მირიანმა წარმატებული წელი უსურვა.

სწავლის დაწყება მიულოცა გამგებლის მოადგილემ, გიორგი ჭყონიამ და უსურვა თავიანთი წარმატებით ასახელონ გიმნაზია და ლანჩხუთი.

სოციალურად დაუცველი ოჯახების 62 მოსწავლეს საჩუქრად დაურიგდათ სასწავლო სახელმძღვანელოები.

ქების სიგელებით დაჯილდოვდნენ სწავლასა და ყოფაქცევაში გამორჩეული სხვადასხვა კლასის 101 მოსწავლე.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია