საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 24 აპრილი 2014 18:12

23 აპრილს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა.
პირველ საკითხთან დაკავშირებით, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისა და გამგეობის მიერ 2013 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ.“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილმა ბიუროს მოახსენა, რომ გამგეობიდან წარმოდგენილ ანგარიშზე შემოსულია აუდიტორული დასკვნა და კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე აუცილებელია საკრებულომ 1 მაისამდე განიხილოს და შეაფასოს გამგეობის მიერ 2013 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობა.
,,
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ~ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის # 17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზელანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ბიუროს მოახსენა, რომ დაგეგმილია გამგეობის შიდა აუდიტისა და ზედამხედველობისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურებს შორის ცალკეული ფუნქციების გადანაწილება, რაც იწვევს ხსენებული სამსახურების დებულებებში ცვლილებას. ბიუროს გადაწყვეტილებით დაევალა ილო გვარჯალაძეს საკრებულოს მომდევნო სხდომაზე კომისიის დასკვნის წარმოდგენა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ~ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 ნოემბრის ,, 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე~ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით ილო გვარჯალაძემ ასევე განმარტა, რომ დადგენილების პრეამბულაში უნდა შევიდეს ცვლილება და უნდა მიეთითოს მთავრობის ის დადგენილება, რომელიც ამჟამად მოქმედებს და არეგულირებს რწმუნებულთა მიერ ხეტყესთან დაკავშირებით ცნობების გაცემას. ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ~ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2013 წლის 29 იანვრის # 1 დადგენილებაში შესატანი ცვლილებებით, იგეგმება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა უფასოდ მგზავრობის დარეგულირება.
მომდევნო საკითხებად გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ შალიკაშვილმა ბიუროს წარუდგინა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ გვიმბალაურში მდებარე 1324.28 კვ.. #1 შენობიდან მე–2 და მე–3 სართულზე 600 კვ. . ფართის, . ლანჩხუთში, ნინოშვილის . # 37–ში მდებარე 1055, 75. კვ. # 1 შენობიდან პირველ სართულზე 14,9. კვ. ფართისა და 48 კვ. მიწის ნაკვეთისა და . ლანჩხუთში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ანგარიშის ტიპის კონსტრუქციის საწყისი წლიური ქირის დადგენის შესახებ განკარგულების პროექტები. ბიუროს გადაწყვეტილებით ხსენებულ საკითხებზე შესაბამის დასკვნას წარმოადგენს საკრებულოს ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა კომისია, რის შედეგადაც საბოლოო გადაწყვეტილებას საკრებულო 30 აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღებს.