25 | 05 | 2018

დახმარება მრავალშვილიან ოჯახს

 

ამიერიდან ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, შეჭირვებულ ოჯახებს გარკვეული სახის დახმარება (ძირითადად, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და სხვა სახის ნივთებით) გაეწევა.

პირველი დახმარება ქვიანში ჩიჩუების მრავალშვილიან ოჯახს ერგო. გოჩა ჩიჩუას და ნანა რამიშვილს ექვსი შვილი ჰყავთ და მეშვიდე შვილს ელოდებიან (13 წლის გულნაზი, 10 წლის ნინო, 8 წლის ამირანი, 5 წლის ფიქრია, 3 წლის ქრისტინე და 2 წლის სალომე).

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა ჯანაშიამ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა ოჯახს ბავშვებისთვის აუცილებელი ტანსაცმელი და სასკოლო ნივთები გადასცეს.

„ძალიან დიდი მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისა და თანადგომისთვის. მადლობა ყველას, ვინც ჩვენი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა და გვერდით დაგვიდგა“, თქვა ახალგაზრდა მამამ, გოჩა ჩიჩუამ.

აქვე დავძენთ, რომ თუკი ვინმეს აქვს სურვილი საყოფაცხოვრებო ნივთებით დაეხმაროს შეჭირვებულ ოჯახებს, შეუძლიათ ნივთები მიიტანონ ქალაქ ლანჩხუთის ტერიტორიულ ორგანოში.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა