ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში თესვა დაიწყო

გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 14 მაისი 2014 11:29

როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველმა სოფლის მეურნეობის საკითხებში ნუგზარ ცინცაძემ განაცხადა, მიმდინარე წლის 13 მაისის მდგომარეობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიში მოხნულია 4867 ჰა მიწის ფართობი .. სახნავად ვარგისი მიწების 94 % . ხვნა შეაფერხა არახელსაყრელმა კლიმატურმა პირობებმა. თესვა დაწყებულია და დათესილი დაახლოებით 750 ჰა ფართობი. ამჟამად, მინდვრებში მუშაობს 60 ერთეული ტრაქტორი.