ლესაში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" გრძელდება

გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 05 ივნისი 2014 17:13

მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითსოფლის მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 820 984 ლარი გამოეყო. თითოეულ სოფელში ჩატარდა კრებები, სადაც მოსახლეობამ ის პრობლემები დაასახელა, რაც მათი თემისთვის მნიშვნელოვანია და აუცილებელ გადაჭრას საჭიროებს. სამუშაოები დაწყებულია ყველა ტერიტორიულ ერთეულში.
გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის, საპროექტო განყოფილების ხელმძღანელის / ნუგზარ ბოლქვაძე ლესაში იმყოფებოდა. მან ადგილზე დაათვალიერა სოფელში მიმდინარე სამუშაოები. სამუშაოებს ინდმეწარმე ტარიელ ჭაფოძე აწარმოებს.
როგორც ბატონმა ტარიელმა განაცხადა, „-თითქმის ყველა უბანში დაწყებულია მუშაობა. მაქსიმალურად ვცდილობთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დავასრულოთ დაწყებული საქმე“.
მნიშვნელოვანია, რომ ლესაში საბავშვო ბაღი სოფლის ცენტრში, ტრასის გასწვრივ მდებარეობს, რაც ხშირად საფრთხეს უქმნის აღსაზრდელებს. მოსახლეობის თხოვნით, საბავშვო ბაღის ეზო შეიღობება და წინა ფასადი გარემონტდება, რისთვისაც 3629 ლარია გამოყოფილი.