16 | 10 | 2018

კომისიამ მუშაობა განაახლა

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული ესკიზის პროექტი ვერ გამოვლინდა, რის გამოც მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიმბოლიკის ესკიზის (გერბის და დროშის) შესარჩევი საკონკურსო კომისიამ მუშაობა განაახლა და მორიგი სხდომა გამართა.

 

კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად აფხაზავამ წევრებსა და დამსწრეებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) კონკურსის ძირითად პირობებში ცვლილებების შეტანა – გააცნო.

კომისიის წევრებმა იმსჯელეს წარმოდგენილი ორი ვარიანტის (პირველი მხოლოდ ვადების შეცვლას ითვალისწინებდა, მეორე – ვადების გარდა, საკონკურსო პირობებში დამატებითი მოთხოვნების შეტანას) შესახებ. მსჯელობის შემდეგ განსახილველად პირველი ვარიანტი მიიღეს.

ზვიად აფხაზავას თქმით, კონკურსი თავიდან გამოცხადდება. პროექტი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) შესარჩევი კონკურსის ძირითადი პირობების შესახებ საკრებულოს 2011 წლის 17 ივნისის #63 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს 17 სექტემბრის  სხდომაზე განიხილება, სადაც დაზუსტდება კონკურსის ჩატარების თარიღი.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია