19 | 08 | 2018

297 პირველკლასელმა ნეტბუკები მიიღო

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძემ, გამგებელმა გიორგი გოგუაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად აფხაზავამ, პროკურორმა მამუკა ნადირაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა 15 სექტემბერს მუნიციპალიტეტის სასწავლო დაწესებულებები შემოიარეს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

 

მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 297 პირველკლასელს და დაწყებითი კლასების მასწავლებლებს ნეტბუკები, ხოლო წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.

ყველა საჯარო სკოლაში და სააღმზრდელო ჯგუფებში სასწავლო წლის პირველი დღის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული და მაჟორიტარი დეპუტატი.


 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია