16 | 10 | 2018

ყურადღება აუქციონი!

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი აცხადებს აუქციონს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ა)კვირკველიას №21 მდებარე 381 კვ/მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 27,06,56,131) ბ) მარჯანიშვილის №11 ა-ში   მდებარე 867 კვ/მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 27,06,56,130) გ) მარჯანიშვილის №11 ბ-ში   მდებარე 651 კვ/მ მიწის ნაკვეთი მასზედ დამაგრებული 688,22 კვ.მ შენობა ნაგებობით (საკადასტრო კოდი 27,06,56,129) პირობიანი აუქციონის წესით გასხვისებაზე ერთ ლოტად

გამყიდველი _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

დასახელება _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ა) კვირკველიას№21 მდებარე 381 კვ/მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 27,06,56,131)

 

ბ) მარჯანიშვილის №11 ა-ში   მდებარე 867 კვ/მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 27,06,56,130)

გ) მარჯანიშვილის №11 ბ-ში   მდებარე 651 კვ/მ მიწის ნაკვეთი მასზედ დამაგრებული 688,22 კვ.მ შენობა ნაგებობით (საკადასტრო კოდი 27,06,56,129)

პრივატიზაციის ფორმა - პირობიანი აუქციონი

პირობა – ქონების შემსყიდველმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გადაცემიდან ერთი თვის ვადაში განახორციელოს შენობა–ნაგებობის დემონტაჟი და მოახდინოს ტერიტორიის გაწმენდა წარმოქმნილი ნარჩენებისგან; დამატებითი ინფორმაციის მიღება შეიძლება ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ. №37; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, მე-2 სართული; საკონტაქტო პირის ტელ: (599) 454462)

გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმი–  საკუთრების უფლება მიენიჭება იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

განცხადების მიღების ვადა - 2011 წლის 21 სექტემბრის 10:00 საათიდან 2011 წლის 30 სექტემბრის 12:00 საათამდე შაბათ–კვირის გარდა.

აუქციონის ჩატარების თარიღი– 2011 წლის 30 სექტემბერს  13:00 საათი

აუქციონის ჩატარების ადგილი – ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ.. №37 ; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მე-3 სართული;

საწყისი გასაყიდი ფასი–33 970 ლარი

,,ბე“– რომლის ოდენობაც შეადგენს ქონების საწყისი საფასურის 30%-ს-10191 ლარი;

აუქციონის ბიჯი - 3400 ლარი

მონაწილის ბილეთის ფასი - 100 ლარი

ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი - ს.ს. პრივატ ბანკი ანგ. №GE64თP0033030020000011.. ს/კ - 233730139.

განაცხადის მიღების ადგილი (მისამართი), ტელეფონი - ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ. №37; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართული; საკონტაქტო პირის ტელ: (599) 454462–ომარ ჯანაძე;

კომისიისადმი წარსადგენი დოკუმენტაცია -

ა) განაცხადი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების დასახელებას, ქონების საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს, მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;

ბ) ,,ბე”-ს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ,,ბე”-ს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე);

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).

თანხის გადახდის პირობები - საპრივატიზებო თანხის სრულად გადახდა ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის’’  გაფორმებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში;

აუქციონის დამატებითი პირობები:

1. აუქციონში გამოტანილი ობიექტის (მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) შემძენი ვალდებულია შეძენილ ნაკვეთზე ნებისმიერი სახის ობიექტისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობა ყველა ეტაპზე განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამშენებლო ნორმების და წესების მოთხოვნების დაცვით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით.

2. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების მოწმობა გაიცემა საპრივატიზებო თანხის სრულად დაფარვიდან 20 სამუშაო დღის ვადაში, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.

3. თუ მყიდველი პირობების მე-3 პუნქტით დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების ნასყიდობის თანხას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ,,ბე’’ არ დაუბრუნდება, ხოლო წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ექვემდებარება შესრულებას.

4. მყიდველი ვალდებულია, შეძენილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემდგომი გამოყენებისას დაიცვას აუქციონში გამარჯვებულის ოქმით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს.

5. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების მოწმობის გადაცემის შემდეგ, ოქმით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით და ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წინასწარ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.

6. ოქმით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.

 

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია