მყარი ნარჩენების გადამუშავების მეთოდების შესახებ შეხვედრა შედგა

გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 06 აგვისტო 2014 17:49

6 აგვისტოს პროექტის წარმომადგენლებისდავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესშისამუშაო შეხვედრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან შედგა.
გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა, ნარჩენების მართვის ექსპერტმა ხათუნა ჩიკვილაძემ გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებულ ეკოლოგიურ პრობლემებსა და დაბინძურებული გარემოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ ისაუბრა. მან ასევე ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილების შესახებ განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ნარჩენების სწორი მართვა საკმაოდ რთული პროცესია და მთავრობისა და მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას მოითხოვს. თანამედროვე მსოფლიოში ნარჩენების მართვის სხვადასხვა წარმატებული სქემა არსებობს, თუმცა არის საკითხები, რომლებსაც თითქმის ყველა სქემა ითვალისწინებს. ნებისმიერი სქემის შემუშავების შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია შემუშავდეს ნარჩენების მართვის სტრატეგია, რომელიც თავის მხრივ, სამოქმედო გეგმისაგან შედგება და რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა, გარემოს მონიტორინგის ექსპერტმა ნუგზარ ბუაჩიძემ გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემებსა და დაბინძურებული გარემოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ნარჩენები შეიცავს ბევრ სახიფათო ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის ტყვიას, ვერცხლისწყალს, ფოსფორს და სხვა, რომლებიც აბინძურებენ ჰაერს, ნიადაგს, ზედაპირულ და გრუნტის წყლებს, ზღვას, ოკეანეებს. საბოლოოდ ასეთი დაბინძურება ზიანს აყენებს პლანეტის ბიომრავალფეროვნებას და საშიშროებას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.