25 | 05 | 2018

რამაზ ნიკოლაიშვილმა ლანჩხუთი-ოზურგეთის უმოკლესი გზა გახსნა

 

თავად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და მისი თანხმლები პირები: რწმუნებულ-გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი, შემოქმედელი მიტროპოლიტი, მეუფე იოსები, ხელისუფლებისა და „ნიუ ენერჯის“ (გზის რეაბილიტაცია ამ ორგანიზაციამ შეასრულა) წარმომადგენლები ოზურგეთიდან ლანჩხუთამდე ამ გზით მოვიდნენ და კმაყოფილება გამოთქვეს.

 

გზის გახსნას ესწრებოდნენ ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი გია გოგუაძე, ლანჩხუთისა და ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ლესა, ჯურყვეთი, ეწერი, ბაღლეფი, ნინოშვილი, გულიანი, იანეთი, ბოგილა, ჯუმათი, სილაური, ბაილეთი, სოფელ ოზურგეთი, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ამ სოფლების მოსახლეობა 24 კმ-იანი ბეტონიზირებული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის თქმით, მოსახლეობას დანაპირები შეუსრულეს და მათი გული გაახარეს. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ გზაზე მდებარე სოფლები გარკვეულ ფუნქცი შეიძენ, ორი მუნიციპალიტეტი ერთმანეთს მოკლე დროში დაუკავშირდება.

საგულისხმოა, რომ აქამდე ლანჩხუთელები და ოზურგეთელები ერთმანეთს შემოვლითი გზებით (აცანა-მამათი-ძიმითი; სუფსა-ურეკი-ნატანები) უკავშირდებოდნენ და გზის ხანგრძლივობა ერთ საათი იყო, ახლა კი ლანჩხუთიდან ოზურგეთში (30 ) ჩასვლა დაახლოებით 20-25 წუთში იქნება შესაძლებელი.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა