21 | 11 | 2017

პოეზიის საღამო ღია ცის ქვეშ

17 აგვისტოს , კურორტ ბახმაროში ახალგაზრდა პოეტთა ასოციაციის „ქვიშის პოეტები“ მიერ , ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელშეწყობით ჩატარდა პოეზიის საღამო ღია ცის ქვეშ.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდა , ნიჭიერი პოეტები: 2014 წლის ლიტქალაქის გრან-პრის მფლობელი ზურა მურვანიძე ,რომლის შემოქმედებასაც ლანჩხუთელი საზოგადოება უკვე კარგად იცნობს, ასოციაციის „ქვიშის პოეტები“ თავმჯდომარე დემეტრე სარქუა, 2014 წლის ლიტქალაქის „წლის კოლორიტი“ , პაპუნა რევიშვილი ქუთაისიდან-პოეზიის კონკურსის „აფრა“ პრიზიორი,  რევაზ ცინცაძე ჩოხატაურიდან - პოეზიის კონკურსის „აფრა“ გამარჯვებული, ასევე პაპუნა ფირცხალაიშვილი ლანჩხუთიდან.

ეს ღონისძება დალოცა შემოქმედის ტაძრის წინამძღვარმა მამა ელიზბარმა. საღამოს სხვა სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ  ერკეთის მონასტრის იღუმენია დედა მარიამი და სხვა სასულიერო პირები.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა