16 | 07 | 2019

მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი დაინიშნა

2 სექტემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათავისუფალი დემოკრატებისხელმძღვანელ, ელგუჯა ჩხაიძესთან, მაჩხვარეთის დეპუტატ გურამ კერესელიძესთან ერთად, გამგებლის წარმომადგენელი მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში _ გურამ იმნაიშვილი წარადგინა.
_„არ მინდა მოსახლეობის წინააღმდეგი წავიდე. მხოლოდ თქვენთან შეთანხმებით მივიღე ეს გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ გურამთან ერთად მოვაგვარებთ ყველა იმ პრობლემას, რაც სოფელში ჯერ კიდევ მოუგვარებელი დარჩა. მინდა ახლო კონტაქტი გვქონდეს მოსახლეობასთან, დროულად ჩააყენეთ გურამი საქმის კურსში, ჩაერთეთ ყველა იმ პროგრამაში, რისი გაკეთებაცსოფლის პროგრამისფარგლებში თუ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით იგეგმება, რათა მომავალში დროულად აღმოიფხვრას ის ხარვეზები, რაც შეიძლება მშენებლობის პერიოდში შეგვხვდეს“ _ განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
„-
მადლობა ნდობის გამოცხადებისათვის. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მინდა გითხრათ, რომ დეპუტატთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი სოფელი დავამშვენოთ და მოსახლეობას იმ პრობლემების მოგვარებაში დავეხმაროთ, რაც ყოვედღიურად აწუხებთ“_ განაცხადა ბატონმა გურამმა.
ბატონი ზაზა მოსახლეობას გაესაუბრა, ახლადგარემონტებული ადმინისტრაციული შენობა და ბიბლიოთეკა დაათვალიერა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია