21 | 11 | 2017

საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა

13 ოქტომბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა.

პირველ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ ისაუბრა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენასთან დაკავშირებით პროექტები საკრებულოს კომისიებს გადაეგზავნა.

საჯარო რეესტრის მოთხოვნებიდან გამომდინარეარასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლანჩხუთს მუნიციპალიტეტისსპორტული ცენტრისწესდებასთან დაკავშირებით საკითხი ასევე საკრებულოს თავმჯდომარემ წარმოადგინა. მისი თქმით, საჯარო რეესტრის მოთხოვნებიდან გამომდინარე ახალი წესდება ყალიბდება.

ბიურომ ასევე იმსჯელა მუნიციპალიტეტში შემავალი ერთეულების საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით, რაც საკრებულოს პრეროგატივა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციის საფუძველია.

საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცება, ასევე მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება.

საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ ბიუჯეტში შემავალ ცვლილებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დამატებით ორი ობიექტი დაფინანსდება. ესენია: ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯიხეთის დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და მამათის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული ბიბლიოთეკის შეკეთება. გარდა ამისა, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 ოქტომბრის #1819 განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისათვის გამოიყო 68000 ლარი. აღნიშნული თანხით მოხდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. აღნიშნული საკითხები, შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება მიმდინარე წლის ბიუჯეტში.

 

საკრებულოს მომდევნო სხდომა 24 ოქტომბერს გაიმართება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა